ინტელ ტრენინგი
Thursday, 17 November 2016
ტრენინგის მეცხრე დღე
სწავლების ბოლო დღე ისევე როგორც ყოველი ტრენინგის დღე ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო იყო. ამ ტრენინგის საშუალებით ბევრი რამ ვისწავლეთ პროექტით სწავლების შესახებ, თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაონ მოსწავლეებმა პროექტის მიმდინარეობის პროცესში , რა პრიორიტეტები აქვს პროექტით სწავლებას, როდის და რატომ არის პროექტით სწავლება უფრო ნაყოფიერი ან კიდევ რატომ არის უფრო სახალისო ასეთი მიდგომები სწავლებასთან მიმართებაში უფრო ბევრად მისაღები და სახალისო მოსწავლეებისთვის. ყველაფერი კარგად დამთავრდა.მოვისმინე ჩემი ჯგუფის წევრების პორტფოლიოს პრეზენტაცია. თავადაც წარვადგინე.შევიტანე შესწორებები, დავამატე წვრილმანები.დავაარქივე და გამოვაქვეყნე. ძალიან კარგი და მრავლის მომცველი ტრენინგი იყო. საინტერესო იდეებით იყო დატვირთული ყველა სამუშაო დღე. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. ასეთი ტრენინგები ხშირად უნდა ჩატარდეს.იმედი მაქვს კიდევ უფრო საინტერესო ტრენინგები დაიგეგმება ჩვენთვის. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს რომელმაც დიდი შრომა ჩადო ჩვენი ტრენინგის სრულყოფისათვის.
Friday, 11 November 2016
ტრენინგის მერვე დღე
ტრენერმა კიდევ ერთხელ მოგვცა მითითებები წარმატებული პორტფოლიოს შესაქმნელად. კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის საქაღალდეები, რომელიც უნდა ჩავალაგოთ პორტფოლიოში.
წინ გველოდება ბოლო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დღე – ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია. იმედია წარმატებული დღე იქნება.
Thursday, 10 November 2016
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღეს ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო ჩვენს ბლოგზე. რაც ძალიან საინტერესო პროცესი იყო...
Friday, 4 November 2016
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღე ჩვეულებისამებრ საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ ნამუშევრები, ტრენერმა მოგვცა რჩევები და მითითებები რომელსაც გავითვალისწინებ როგორც ამ პროექტზე მუშაობისას ასევე სხვა პროექტზე მუშაობის დროს. კარგი პროექტის დაგეგმვა დიდ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს, იმედი მაქვს შევძლებ ჩემი პროექტის სრულყოფას.
Thursday, 3 November 2016
ტრენინგის მეხუთე დღე
დღეს ვისწავლეთ ჩვენს drive-ზე მუშაობა. რაც ძალიან საინტერესო იყო და რომელსაც მომავალშიც სიამოვნებით გამოვიყენებ სწავლების პროცესში. აი ეს ზუსტად ისაა რაც მჭირდებოდააააა...
Saturday, 29 October 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
განვიხილეთ პროექტის გეგმის თემის შინაარსი. შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. შევქმენით პროექტის პორტფოლიო რაც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო
Subscribe to:
Posts (Atom)